საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა სტატიების მიღება საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში "გარემო და საზოგადოება"

საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი "გარემო და საზოგადოება (es.tsu.ge)" აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მე-19 ნომრისთვის. განსახილველად მიიღება 3000-დან 6000 სიტყვამდე მოცულობის ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ მომზადებული ნაშრომები, რომლებიც მოიცავს კონცეპტუალურ, ანალიტიკურ, თეორიულ ან/და ემპირიულ კვლევებს. რედაქციაში შემოსული სტატიები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი.  

სტატიები მიიღება 23 მარტის ჩათვლით მისამართზე es@tsu.ge. ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს ჟურნალის ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით.

თარიღი: 17/02/2026